ფირნიშები
     
Home ძირითადი | ვებ გვერდის გამოყენების პირობები |

ავტორიზაცია

     

1. წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ შემდეგი შეთანხმება SMSco.ge-ს პროგრამული მოდულის გამოყენების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია შპს “ესემესკოს” (ს/კ 404925827) (SMSco ან SMSco.ge) მიერ.

SMSco.ge-ზე რეგისტრაციით თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით სერვისის მიწოდებისა და მიღების პირობებს.

SMSco არის ქართული კომპანია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული პირის - შპს “გლობალ სელის” (ს/კ 204567085) SMS არხის გამოყენებით (“არხი” ან “SMS არხი”) ახდენს SMS სერვისის საშუამავლო მომსახურების მიწოდებას.

წინამდებარე პირობებზე თანხმობითა და სისტემაში რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით და გამოხატავთ თანხმობას „SMS არხის“ საშუალებით სერვისის მიღებაზე.

„ხელმომწერი“ არის პირი, ვინც გახსნის ანგარიშს SMSco.ge-ს სისტემაში („ანგარიშის გახსნა“) და რეგისტრაციის შემდგომ გააფორმებს წერილობით ხელშეკრულას, რათა მიიღოს წვდომა SMS არხზე და ისარგებლოს მომსახურებით.

 

2. ზოგადი პირობები

(ა) ეს ხელშეკრულება მოიცავს სხვადასხვა პირობებს SMSco.ge-ს გამოყენებასთან დაკავშირებით. SMSco.ge-ის გამოყენებით ხელმომწერი თანხმდება, რომ შეასრულებს შეთანხმების ყველა პირობას. ხელმომწერი სარგებლობს SMSco.ge-ის გამოყენების პერსონალური უფლებით და ეს უფლება არ გადაეცემა სხვა პირსა თუ ორგანიზაციას. ხელმომწერი პასუხისმგებელია ხელმომწერის ანგარიშის გამოყენების ყველა შემთხვევაზე (ნებისმიერი დარეგისტრირებული საფოსტო მისამართისა თუ პაროლის შემთხვევაში) და ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ხელმომწერის ანგარიში ყოველთვის გამოყენებულ იქნას ხელშეკრულების პირობების  დაცვით. ხელმომწერი პასუხისმგებელია  პაროლის/პაროლების კონფიდენციალურად დაცვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

ბ) SMSco იტოვებს უფლებას, კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს SMSco.ge-ის ნებისმიერი ასპექტი თუ მახასიათებელი, მათ შორის  (და არა მხოლოდ) შინაარსი, ხელმისაწვდომობის დრო და მოწყობილობა/ტექნიკა, რომელიც საჭიროა წვდომისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 

3. წესებისა და პირობების შეცვლა

SMSco-ს უფლება აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელმომწერის მიერ SMSco.ge-ის გამოყენების წესები და პირობები, ან მათი ნაწილი, ასევე დაამატოს ახალი პირობები. ასეთი ცვლილებები, შესწორებები, დამატებები თუ გაუქმებები ძალაში შედის ხელმომწერისთვის აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნისთანავე. შეტყობინების გაგზავნა შეიძლება მოხდეს SMSco.ge-ზე განცხადების განთავსებით, ელექტრონული თუ ჩვეულებრივი ფოსტით, ან ნებისმიერი სხვა გზით, რის შედეგადაც ხელმომწერი მიიღებს ინფორმაციას. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, ხელმომწერის მიერ SMSco.ge-ს ნებისმიერი გამოყენება გულისხმობს, რომ ხელმომწერი თანხმობას აცხადებს აღნიშნულ ცვლილებებზე, შესწორებებსა თუ დამატებებზე.

 

4. მოწყობილობა/ტექნიკა

ხელმომწერი თავად აგებს პასუხს ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკის, უსაფრთხო კავშირის მოწყობილობების და პროგრამების შეძენაზე რომელიც მას დასჭირდება SMSco.ge-ზე წვდომისა და მისი მომსახურებით სარგებლობისათვის, ასევე, იღებს ვალდებულებას, დაფაროს ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.

 

5. ხელმომწერის ქცევა

ა) ხელმომწერმა უნდა გამოიყენოს SMSco.ge მხოლოდ კანონიერი  მიზნებისათვის. ხელმომწერმა არ უნდა განათავსოს ან გაავრცელოს SMSco.ge-ის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც რაიმე გზით არღვევს ან ზღუდავს სხვათა უფლებებს, რომელიც არის უკანონო, საფრთხის ან მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, არაეთიკური, უღმრთო/ანტირელიგიური ან სხვა მხრივ უარსაყოფი მასალა, რომელიც რამენაირად აღვევს კანონს. აგრეთვე, იკრძალება ნებისმიერი იმგვარი მოქმედების შესრულება, რაც არღვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასევე, დაუშვებელია ერთი ხელმომწერის ნებისმიერი ისეთი ქცევა, რომელიც, SMSco-ს აზრით, ხელს უშლის ან აფერხებს სხვა ხელმომწერის უფლებას, თავისუფლად და შეუზღუდავად ისარგებლოს SMSco.ge-ის მომსახურებით.

 

ბ) ხელმომწერმა არ უნდა ატვირთოს, გამოაქვეყნოს  ან სხვა მხრივ წარმოაჩინოს SMSco.ge -ზე რაიმე ინფორმაცია, გამოიყენოს Brand Name / Sender ID / გამგზავნის დასახელება, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნითა თუ საკუთრების სხვა უფლებით თუ არ ექნება მკაფიო ნებართვა იმ პირისა, ვისაც ეკუთვნის ეს საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშანი თუ საკუთრების გამომხატველი სხვა უფლება. იმის განსაზღვრა, რომ კონკრეტული მასალა დაცულია თუ არა რაიმე საკუთრების უფლებით, მთლიანად ეკისრება ხელმომწერს. მხოლოდ ხელმომწერი არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანისათვის, რაც გამოწვეული იქნება საავტორო უფლებებისა თუ საკუთრების უფლების დარღვევით.

 

6. ურთიერთობის შეწყვეტა/დასრულება

SMSco-ს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელმომწერის ანგარიშის ფუნქციონირება ხელმომწერის მხრიდან რაიმე იმგვარი ქცევის შედეგად, რომელსაც SMSco.ge, წინამდებარე შეთანხმების პირობების მიხედვით, მიიჩნევს მიუღებლად, ან/და ხელმომწერის მხრიდან ამ შეთანხმების რაიმე სახით დარღვევად.

 

7. SMS არხის შესახებ

SMSco არის სერვისის შუამავალი მიმწოდებელი. შესაბამისად, SMSco-ს არ გააჩნია მიწოდებულ სერვისში ცვლილებების შეტანის, საოპერატორო მონიტორინგის და სხვ. შესაძლებლობა, შესაბამისად, ხელმომწერი ერთპიროვნულადაა პასუხისმგებელი მის მიერ არხის გამოყენების მართლზომიერებასა და თანმხლებ შედეგებზე.

 
#fc3424 #5835a1 #1975f2 #119ea9 #0fe971 #051663