ფირნიშები
     
Home ძირითადი | ანტი სპამ შეთანხმება |

ავტორიზაცია

     

სპამის საწინააღმდეგო შეთანხმება

 

ხელმომწერი/კლიენტი ადასტურებს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ SMSco.ge სისტემის საშუალებით SMS-ის ელექტრონული გაგზავნა ხელმომწერსა და აბონენტს (SMS-ის მიმღებს) შორის ურთიერთშეთანხმებული პროცესია. ვეწინააღმდეგებით არასასურველი გზავნილების გავრცელებას. ჩვენ პატივს ვცემთ სხვათა პირად უფლებებს და ვაცნობიერებთ, რომ სპამი შეიძლება სერიოზული უსიამოვნების მიზეზი გახდეს.

 

ჩვენ ვემხრობით მკაცრად სპამის საწინააღმდეგო პოლიტიკას, როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული. თუ თვლით, რომ არასასურველი ინფორმაცია/სპამი მოგეწოდებათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ კლიენტთა დახმარების/მომსახურების ცენტრს მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

 

სპამის საწინააღმდეგო პოლიტიკა

 

ჩვენი სისტემა საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინება საკუთარ ხელმომწერებთან, მიმდინარე ან პერსპექტიულ კლიენტებთან, რომელთაც მიცემული აქვთ თანხმობა, რომ მათი მობილური ტელეფონის ნომრები გამოყენებულ იქნას ასეთი სახის კომუნიკაციისთვის. ამასთან, SMSco-ს ხელმომწერი (კლიენტი) ვალდებულია, ნებისმიერი ხასიათის (მათ შორის, მარკეტინგული თუ სარეკლამო ნიშნების შემცელი) შეტყობინების გაგზავნისას (იმის მიუხედავად: ა) ასეთი შეტყობინება იგზავნება არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელთან; ა) აქვს თუ არა ხელმომწერს (კლინეტს) წერილობითი დასტური/შეთანხმება შეტყობინების მიმღებთან მსგავსი ხასიათის შეტყობინების მიღებაზე და სხვ.) იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის) მოთხოვნათა სრული დაცვით; ამასთან, ხელმომწერი/კლიენტი ვალდებულია, მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნოს მხოლოდ იმ სააბონენტო ნომრებზე, რომელთა მფლობელისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა კონკრეტული შინაარსის შეტყობინებების გაგზავნაზე/მიღებაზე; გარდა ამისა, ხელმომწერი/კლიენტი ვალდებულია, ნებისმიერი ხასიათის სარეკლამო თუ მარკეტინგული ტიპის შეტყობინების გაგზავნისას, SMS-ის მიმღებს შეატყობინოს მისი იმ უფლების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღებაზე უარის გაცხადებას. ამასთან, ხელმომწერი/კლიენტი, ვალდებულია, შეტყობინების ტექსტში განსაზღვროს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის ფორმა, რომელიც შესაძლოა გამოიხატებოდეს აბონენტის მიერ საპასუხო მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნაში ან/და სხვა ხელმისაწვდომ და ადეკვატურ საშუალებაში. აღნიშნული მიზნებისთვის, ხელმომწერის/კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, პროვაიდერი (SMSco) ვალდებულია, უზრუნველყოს მოკლე SMS ნომრის კლიენტისთვის დრობით სარგებლობაში გადაცემა და აღნიშნულ ნომერზე მიღებული შეტყობინებების ასახვა ხელმომწერის/კლიენტის პირად პროფილში; ხელმომწერილი/კლიენტი კი თავის მხრივ, ვალდებულია, მომავალში აღარ გააგზავნოს რაიმე შეტყობინება მოკლე SMS ნომერზე მიღებული შეტყობინებების გამომგზავნ მობილური სააბონენტო ნომრებზე; ამ და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების არასრული ან/და არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შედაგად დამდგარ ნებისმიერ შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმომწერს/კლიენტს.

 
#fc3424 #5835a1 #1975f2 #119ea9 #0fe971 #051663