ფირნიშები
     
Home ძირითადი | ანტი სპამ შეთანხმება |

ავტორიზაცია

     

 

სპამის საწინააღმდეგო პოლიტიკა

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი სისტემით (SMSco.ge) SMS-ის ელექტრონული გზავნილების გამოყენება ხელმომწერსა და აბონენტს (SMS-ის მიმღებს) შორის ურთიერთშეთანხმებული პროცესია. ვეწინააღმდეგებით არასასურველი გზავნილების გავრცელებას. ჩვენ პატივს ვცემთ სხვათა პირად უფლებებს და ვაცნობიერებთ, რომ სპამი შეიძლება სერიოზული უსიამოვნების მიზეზი გახდეს.

ჩვენ ვემხრობით მკაცრად სპამის საწინააღმდეგო პოლიტიკას, როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული. თუ თვლით, რომ არასასურველი ინფორმაცია/სპამი მოგეწოდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კლინტთა დახმარების/მომსახურების ცენტრს მისამართზე info @smsco.ge.

სპამის საწინააღმდეგო პოლიტიკა

ჩვენი სისტემა საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს გააგზავნონ შეტყობინება საკუთარ ხელმომწერებთან, არსებულ ან პოტენციურ კლიენტებთან, რომელთაც მიცემული აქვთ თანხმობა, რომ მათი მობილური ტელეფონის ნომრები გამოყენებულ იქნას ასეთი სახის კომუნიკაციისთვის. სატელეფონო შეტყობინება სპამად ითვლება, თუ ის სარეკლამო სახისაა, ამასთან:

· მიმღების პიროვნული ხასიათი და შეტყობინების კონტექსტი შეუსაბამოა, რადგან შეტყობინება ერთნაირად მიესადაგება ბევრ სხვა პოტენციურ მიმღებს.

· მიმღებს არ მიუცია ღია, დადასტურებული, მკაფიო ნებართვა შეტყობინების გაგზავნის შესახებ.

· შეტყობინების გავრცელებასა და მიღებას მიმღების აზრით განსაკუთრებით დიდი სარგებელი მოაქვს გამგზავნისთვის.

აქედან გამომდინარე:

· ჩვენ არ ვაგზავნით სპამს.

· ჩვენ გაცნობიერებულად /განზრახ არ ვაწარმოებთ ბიზნესს ისეთ კომპანიასთან ან პიროვნებასთან, რომელიც ავრცელებს სპამს.

· ჩვენ არ ვყიდით ან ვვაჭრობთ მომავალი ან არსებული კლიენტებისგან მიღებული პირადი ინფორმაციით.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ მობილური მარკეტინგის ასოციაციის მიერ დადგენილი სტანდარტებით და ვითვალისწინებთ კლინტთა მომსახურების პრაქტიკული გამოცდილების შემთხვევებს.

ჩვენ არ ვუჭერთ მხარს სატელეფონო შეტყობინების გაგზავნას, რომელიც:

· ხორცილედება დაცული კომპიუტერის საშუალებით.

· ავტორიზაციის გარეშე, ინფორმაციის გაგზავნა დაცული კომპიუტერის გავლით ან დაცული კომპიუტერის გამოყენება სატელეფონო შეტყობინების გადასაცემად.

· სათაური შეიცავს ყალბ ან არასწორ ინფორმაციას.

· ინფორმაცია დომენის სახელწოდების შესახებ არის ყალბი ან მცდარი.

· შეიცავს ყალბ, არასწორ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას სათაურის ველში ან თვითონ შეტყობინების ტექსტში.

· გაგზავნილია ისეთი სახელით, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ ბუნდოვანი დარჩეს შეტყობინების გამგზავნის ვინაობა.

· სხვა მხრივ ბუნდოვანს ტოვებს შეტყობინების რეალურ წყაროსა და საწყისს.


 

 
#fc3424 #5835a1 #1975f2 #119ea9 #0fe971 #051663